logo_geo
ილონ მასკი ტეხასში ქალაქის აშენებას გეგმავს
- +

3 მარტი. 2021. 10:10

 

ამერიკელი მეწარმე, კომპანია Tesla- და SpaceX-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ტეხასის შტატში ახალ ქალაქს ააშენებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

 

ცნობილია, რომ ახალი ქალაქი სოფელ ბოკა-ჩიკაზე დიდი იქნება. ეს ის ადგილია, სადაც SpaceX-ის კოსმოდრომი მდებარეობს. ცნობილია, რომ 2020 წელს მასკი საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა.

 

ამ დროისთვის კიდევ ერთი დეტალია ცნობილი, რომ ქალაქს მასკი სტარბეისს დაარქმევს, სადაც ადამიანები ძაღლებს კარგად მოექცევიან.

 

მანამდე ილონ მასკი აცხადებდა, რომ მარსზე ქალაქის ასაშენებლად, მთელ ქონებას გაყიდიდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი