logo_geo
მიანმარში საპროტესტო აქციებს კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა
- +

3 მარტი. 2021. 13:50

 

„მიანმარის უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დღეს მომხდარი შეტაკებების შედეგად კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა“, -ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ორი ადამიანი ქალაქ მანდალეიში, ერთი - იანგონში, ხუთი - მონივაში, ერთი კი - მიინგანში დაიღუპა.

 

როიტერის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე მიანმარში 30 ადამიანი დაიღუპა.

 

შეგახსენებთ, მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი