logo_geo
სან-რემოში იტალიური საესტრადო ყოველწლიური ფესტივალი გაიხსნა
- +

3 მარტი. 2021. 16:30

 

სან-რემოში იტალიური საესტრადო ყოველწლიური 71-ე ფესტივალი კორონავრუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის დაცვით გაიხსნა.

 

მთავარი შეზღუდვა იყო მაყურებელთა დასწრება. ამჯერად არისტონის თეატრში, ლიგურიის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქში, თავად კონკურსანტების გარდა, მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების წამყვანები და ჟურნალისტები არიან, რომლებიც ღონისძიებას უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით აშუქებენ.

 

შეგახსენებთ, რომ იტალიის მრავალფეროვანი ხელოვნების ფესტივალი სან-რემოში ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა. ფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს პალმა" 26 კონკურსანტიდან ერთ-ერთს ეკუთვნის, გარდა ამისა, რვა ახალგაზრდა მომღერალი ცალკე ჯილდოს მისაღებად იბრძვის. გამარჯვებულთა ვინაობა 7 მარტის ღამეს, ფინალური კონცერტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი