logo_geo
იაპონიაში ოლიმპიადა, შესაძლოა, უცხოელი მაყურებლების გარეშე ჩატარდეს
- +

3 მარტი. 2021. 16:51

 

კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიადა უცხოელი მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. საკითხი საბოლოოდ მიმდინარე თვეში გადაწყდება. ამის შესახებ იაპონიის მთავრობა მსჯელობს.

 

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, სეიკო ჰაშიმოტომ ადგილობრივ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლიმპიადა, უსაფრთხოების ყველა ზომის შესაბამისად, უცხოელი მაყურებლის მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.

 

ცნობილია, რომ ამ საკითხს ყველა დაინტერესებული პირი განიხილავს. კონსულტაციები მიმდინარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, იაპონიის მთავრობისა და ტოკიოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი