logo_geo
SpaceX რაკეტა Starship SN10-ს ხვალ გაუშვებს
- +

3 მარტი. 2021. 18:09

 

Tesla-ს და SpaceX -ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა, რაკეტა Starship SN10-ის გაშვების შესახებ განაცხადა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაშვება განხორციელდება ხვალ ტეხასის შტატში, კამერონის ოლქში.

 

მისი წინამორბედების მსგავსად, SN10 იკვებება სამი Raptor ძრავით, რომელთაგან თითოეული ითიშება, რადგან მან მიაღწიოს სასურველ სიმაღლეს. ცნობილია, რომ მაუწყებლობა ხელმისაწვდომი იქნება აფრენამდე, რამდენიმე წუთით ადრე.

 

კოსმოსური ხომალდი გათვლილია მთვარისა და მარსის მიმართულებით ფრენებისათვის, იგი გათვლილია 100 ადამიანისა და 100 ტონაზე მეტი ტვირთისთვის. მისი სიმაღლე იგივეა, რაც 16 სართულიანი შენობა.

 

Starship -ის წინა გაშვება 2 თებერვალს ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე დაშვებისას დასრულდა. საცდელი ფრენის საერთო ხანგრძლივობამ 6 წუთი 26 წამი შეადგინა. SN9 ცხვირის კონუსით და სტაბილიზატორებით დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც იგი შეუფერხებლად დაეშვა პოლიგონზე, მაგრამ როდესაც ასფალტს შეეხო ის აფეთქდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი