logo_geo
მიანმარში პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების დაშლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
- +

4 მარტი. 2021. 11:01

 

მიანმარში პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გაეროს შეფასებით, ეს ყველაზე „სისხლიანი დღე“ იყო ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ.დაღუპულთა შორის 14, 17 და 19 წლის მოზარდებიც არიან. აქციის მონაწილეები სამხედრო მმართველობის დასრულებასა და ქვეყნის არჩეული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც სამხედროებმა დააკავეს.

 

გაეროს მონაცემებით, ბოლო თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე ქვეყანაში სულ მცირე 50 ადამიანი გარდაიცვალა.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/189818/mianmarshi-politsiis-mier-saprotesto-aqtsiebis-dashlis-shedegad-atobit-adamiani-daigupa

 

big_banner
არქივი