logo_geo
ტაჯ-მაჰალში ევაკუაცია გამოცხადდა
- +

4 მარტი. 2021. 12:37

 

ინდოეთში ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმის ტერიტორიიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი აფეთქების შესახებ შემოსული შეტყობინებაა. ამის შესახებ გამოცემა „Hindustantimes“ წერს.

 

მედიის ცნობით, ტერიტორია 1000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

 

ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

 

სპეციალისტებმა კომპლექსი შეამოწმეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

 

პოლიციის ცნობით, ზარის ავტორი მამაკაცი იყო, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ჯარში რეკრუტირების დროს დისკრიმინაცია ფიქსირდება.

 

https://report.ge/world/taj-mahalshi-evakuatsia-gamotskhadda/

 

big_banner
არქივი