logo_geo
ბრიტანეთი ინდოეთისგან 10 მილიონ ვაქცინის დოზას მიიღებს
- +

4 მარტი. 2021. 16:00

 

ინდოეთი დიდ ბრიტანეთში 10 მილიონ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გაგზავნის. ვაქცინები ინდოეთის სერუმის ინსტიტუტშია დამზადებული. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა იუწყება.

 

„დიდმა ბრიტანეთმა „ასტრაზენეკას“ 100 მილიონი დოზა შეუკვეთა, ამათგან 10 მილიონი ინდოეთის სერუმის ინსტიტუტშია დამზადებული“, - განაცხადა სამეფოს მთავრობის სპიკერმა.

 

აღსანიშნავია, რომ სერუმის ინსტიტუტის ვაქცინებზე გათვლა აქვთ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს, ბანგლადეშიდან დაწყებული ბრაზილიით დასრულებული, თუმცა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა ბოლო დროს კიდევ უფრო გაიზარდა.

 

სერუმის ინსტიტუტი მსოფლიოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. შეგახსენებთ, რომ ის ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს.

 

https://report.ge/world/britaneti-indoetisgan-10-milion-vaktsinis-dozas-miighebs/

 

big_banner
არქივი