logo_geo
აშშ-ში კანონპროექტი მიიღეს, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სახელს ატარებს
- +

4 მარტი. 2021. 17:28

 

აშშ-ში პოლიციის რეფორმა ტარდება, რომელიც პოლიციის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული და კრძალავს მოხრჩობასა და სხვა ძალადობრივ მეთოდებს ადამიანის დაკავებისას.

 

კანონპროექტი, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სახელს ატარებს, თავდაპირველად ტრამპის პრეზიდენტობის დროს განიხილეს, თუმცა ის არ დაამტკიცეს. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა.

 

კანონპროექტი გასულ კვირას განიხილეს და იგი 220 ხმით 212-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა და ორმა დემოკრატმა არ დაუჭირა მხარი პროექტს.

 

შეგახსენებთ, მაისის ბოლოდან აშშ-ში ანტირასისტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

https://report.ge/world/ashsh-shi-kanonproekti-miighes-romelits-jorj-floidis-sakhels-atarebs/

 

big_banner
არქივი