logo_geo
99 წლის პრინცმა ფილიპმა გულის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა
- +

4 მარტი. 2021. 17:29

 

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორეს მეუღლემ, პრინცმა ფილიპმა გულის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას USA Today, ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 99 წლის ჰერცოგს გულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

 

„მისი სამეფო უდიდებულესობა საავადმყოფოში მკურნალობას, გამოჯანმრთელების მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებს“, - ნათქვამია სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/189926/99-tslis-printsma-pilimpa-gulis-operatsia-tsarmatebit-gadaitana

 

big_banner
არქივი