logo_geo
რომის პაპი ერაყს ეწვევა
- +

5 მარტი. 2021. 10:47

 

 

რომის პაპის ისტორიული ვიზიტი ერაყში დღეს იწყება. ეს პაპის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში და ასევე პირველი საერთაშორისო მოგზაურობა პანდემიის პირობებში.

 

BBC-ის ცნობით, რომის პაპი ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ერაყის ყველაზე გავლენიან შიიტ სასულიერო პირს, წაიკითხავს ლოცვას მოსულში და აღავლენს მესას სტადიონზე.

 

თავდაპირველად, რომის პაპი ბაღდადში ჩასვლას გეგმავს, სადაც მას ერაყის პრემიერ-მინისტრი დახვდება.

 

ვატიკანის პრეს-სპიკერის მატეო ბრუნის თქმით, რომ კოვიდ-პანდემიის გამო, მოსახლეობასთან შეხვედრები არ არის დაგეგმილი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი