logo_geo
ფინეთის რესტორნებში სიმღერა და ცეკვა აკრძალეს
- +

5 მარტი. 2021. 14:16

 

ფინეთის რესტორნებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია YLE ავრცელებს.

 

შეზღუდვა ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის" მესამე ტალღას უკავშირდება, რის გამოც COVID-19-ით ინფიცირების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

 

მანამდე ხელისუფლება კვების ობიექტების მთლიანად დახურვას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა, რომ ისინი მკაცრი სანიტარული ნორმების დაცვით იმუშავებს.

 

კერძოდ, მომხმარებელი უნდა რჩებოდეს თავის მაგიდასთან, გადაადგილება კი მხოლოდ საპირფარეშოში, ან ბარში სასმელის ასაღებად შეუძლია. კარაოკეში, რომელიც ფინეთში ძალიან პოპულარულია, სიმღერა და ცეკვა იკრძალება.

 

შეზღუდვა ივნისის ბოლომდე დარჩება ძალაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი