logo_geo
სომხეთი „ევროვიზია-2021“-ში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

5 მარტი. 2021. 16:19

 

სომხეთმა სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია-2021“ მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. მიზეზად ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ქვეყნის სათანადოდ წარმოსაჩენად დროის უკმარისობა დასახელდა.

 

„დეტალური განხილვებისა და მოლაპარაკებების შემდეგ საზოგადოებრივი ტელევიზია აცხადებს, რომ წელს სომხეთი სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია-2021“ მონაწილეობას არ მიიღებს“, - აღნიშნულია სომხეთის მაუწყებლის განცხადებაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი