logo_geo
ილონ მასკი ტეხასის შტატში ახალი ქალაქის გაშენებას გეგმავს
- +

5 მარტი. 2021. 18:42

 

კომპანია „SpaceX“-ის დამფუძნებელი ახალი ქალაქის გაშენებას გეგმავს, რომელსაც „Starbase“  ერქმევა. ილონ მასკმა ამის შესახებ თავის „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

 

ქალაქი ტეხასის შტატში, ბოკა-ჩიკაში განლაგებული კერძო კოსმოდრომის მიმდებარედ გაშენდება.

 

მილიარდერის განცხადებით, ახალი ქალაქი იმაზე ბევრად დიდ ტერიტორიაზე გაშენდება, ვიდრე ამჟამად „სფეის იქსის“ კუთვნილებაში არსებული ბოკა-ჩიკას დასახლებას უჭირავს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი