logo_geo
ადელი ქმარს ოფიციალურად გაშორდა
- +

6 მარტი. 2021. 12:15

 

ბრიტანელი მომღერალი ადელი ქმარს, საიმონ კონეცკის ოფიციალურად გაშორდა. ამის შესახებ  Us Weekly  წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

აღსანიშნავია, რომ ლოს ანჯელესის სასამართლომ ადელს ქმართან გაყრის უფლება ჯერ კიდევ იანვარში მისცა.

 

32 წლის მომღერალი ქმართან ურთიერთობის ოფიციალურად დასრულებისთვის ორი წელი იბრძოდა. წყვილს შორის მოლაპარაკებები მედიატორების მეშვეობით მიმდინარეობდა. პროცესი ქონების გაყოფის გამო გაჭიანურდა.

 

ადელის ყოფილი ქმარი მასზე 14 წლით უფროსია, 46 წლის კონეცკი მეწარმე და ქველმოქმედია.

 

წყვილმა ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო. მათ ერთი ვაჟი ანჯელო 2012 წელს შეეძინათ.

 

https://report.ge/world/adeli-kmars-ofitsialurad-gashorda/

 

big_banner
არქივი