logo_geo
ჯონ კენედის ნივთები აუქციონზე გაიყიდა
- +

6 მარტი. 2021. 16:47

 

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედის ნივთები ბოსტონის RR Auction-ზე გაიყიდა.

 

აუქციონზე კენედის მუქი წითელი ფერის პიჯაკი, რომელიც მას ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დროს ეცვა, 85 000 აშშ დოლარად გაიყიდა. პიჯაკი ჟაკლინ კენედიმ CBS-ის ოპერატორს ჰერმან ლენგს 1964 წელს გადასცა.

 

აუქციონზე კიდევ რამდენიმე ლოტი იყო წარდგენილი. მათ შორის, პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის შვილ ტედთან ერთად გადაღებული ხელმოწერილი ფოტო, რომელიც 135 000 დოლარად გაიყიდა. პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ავტოგრაფით  ლატარიის ბილეთი 26 000 დოლარად შეიძინეს, ხოლო პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ხელნაწერი წერილი 24 000 დოლარად.

 

https://report.ge/world/kenedis-nivtebi-auktsionze-gaiqida/

 

big_banner
არქივი