logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 390 489 მოქალაქეს ჩაუტარდა
- +

6 მარტი. 2021. 17:11

 

„აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 390 489 მოქალაქეს ჩაუტარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პორტალ Koronavirusinfi.az-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში კოვიდ 19-ის ვაქცინა 27 073 პირს გაუკეთდა. აზერბაიჯანში კოვიდ - 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech--ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში AstraZeneca-ს ვაქცინის 432 000 დოზას მიიღებს.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/645335-azerbaijanshi-koronavirusis-sacinaagmdego-vakcinacia-390-489-mokalakes-chautarda

 

big_banner
არქივი