logo_geo
ტოკიოში საპროტესტო აქციაზე ოლიმპიური თამაშების გადადება მოითხოვეს
- +

6 მარტი. 2021. 17:46

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც მოქალაქეებმა ოლიმპიური თამაშების გადადება მოითხოვეს. აქცია ეროვნული სტადიონიდან დაიწყო, სადაც თამაშების გახსნის ცერემონია იგეგმება.

 

აქციის მონაწილეთა აზრით, არსებულ სიტუაციაში ოლიმპიადის ჩატარება საღ აზრს მოკლებულია. მათი აზრით, თანხები კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად უნდა იყოს მიმართული და არა ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელსაც დამსწრე აუდიტორიაც კი არ ეყოლება.

 

შეგახსენებთ, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით, 2021 წლამდე გადაიდო.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/645341-tokioshi-saprotesto-akciaze-olimpiuri-tamashebis-gadadeba-moitxoves

 

big_banner
არქივი