logo_geo
Rolls-Royce მსოფლიოში ყველზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავს გამოცდის
- +

7 მარტი. 2021. 01:20

 

კომპანია Rolls-Royce-მა მთლიანად ელექტრო, ერთძრავიანი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში, ამის შესახებ techcult წერს.

 

ახალი თვითმფრინავის შესაქმნელად, კონცეფცია კომპანია Rolls-Royce-მა 2019 წელს წარმოადგინა, რითაც სიჩქარის რეკორდის მოხსნაზე განაცხადი გააკეთა. კერძოდ თვითმფრინავის ძრავი საათში 338 კილომეტრზე მეტს განავითარებდა. ამ სიჩქარეს, ამ დრომდე 2017 წელს Siemens-ის მიერ შექმნილი ავტომანქანა ანვითარებს.

 

თვითმფრინავი, ახალ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რაც ავიალაინერებს ელექტრო ძრავაზე გადაყვანას გულისხმობს. თვითმფრინავის ძრავი საათში 482 კილომეტრ/სიჩქარეს განავითარებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ელექტროთვითმფრინავით სატესტო ფრენა უკვე შესრულდა.

 

https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/190281/rollsroyce-msoplioshi-kvelze-stsrap-eleqtrotvitmprinavs-gamotsdis

 

big_banner
არქივი