logo_geo
8 მარტს ბათუმში ქალები მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ
- +

7 მარტი. 2021. 14:09

 

ხვალ, ქალთა დღეს, ქალები ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ, - ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს.

 

„ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

big_banner
არქივი