logo_geo
ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი სიეტლელ მასწავლებელზე გათხოვდა
- +

8 მარტი. 2021. 11:34

 

მილიარდერ ჯეფ ბეზისის ყოფილი ცოლი გაბედნიერდა. მაკკენზი სკოტის რჩეული სიეტლის კერძო სკოლის მასწავლებელი დენ ჯუაეტი გახდა.

 

ყოფილ ცოლს არჩევანი მოუწონა და გაბედნიერება მიულოცა „ამაზონის“ მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა.

 

„დენი შესანიშნავი ბიჭია. მათ გამო ბედნიერი ვარ“, - განაცხადა მილიარდერმა.

 

ბეზოსთან განქორწინების შემდეგ, მაკენზი სკოტი აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალი გახდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგში კი 67-ე ადგილს იკავებს. განქორწინების შემდეგ მიღებული თანხის დიდ ნაწილს ბეზოსის ყოფილი მეუღლე ქველმოქმედებაში ხარჯავს.

 

https://imedinews.ge/ge/tabloidi/190445/jep-bezosis-kopili-tsoli-sietlel-mastsavlebelze-gatkhovda

 

big_banner
არქივი