logo_geo
მსოფლიოში პირველად საზღვაო გვირაბი ნორვეგიაში აშენდება
- +

8 მარტი. 2021. 13:01

 

მსოფლიოში პირველად გემების გვირაბი ნორვეგიაში აშენდება. მის მშენებლობას ქვეყნის მთავრობა დააფინანსებს.

 

დეპარტამენტის ადმინისტრაციამ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროდან მიიღო ინსტრუქცია, რომელიც მწვანე შუქს აძლევს ამ გვირაბის მშენებლობისთვის მზადებას. გაზაფხულზე ადმინისტრაციამ უნდა წარმოადგინოს თავისი წინადადებები.

 

„ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენ ვიწყებთ ქონების შეძენას იმ ადგილას, სადაც გემების გვირაბი განთავსდება, ჩამოვაყალიბებთ საპროექტო ორგანიზაციას, მოვამზადებთ სატენდერო საფუძველს და დავიწყებთ ტენდერს", - განაცხადა პროექტის მენეჯერმა.

 

2021 წელს გვირაბის მშენებლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტმა 9 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 325 მილიონი დოლარია. გვირაბის გახსნა დაგეგმილია 2025-26 წლებში.

 

https://report.ge/world/msoflioshi-pirvelad-sazghvao-gvirabi-norvegiashi-ashendeba/

 

big_banner
არქივი