logo_geo
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 304 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
- +

8 მარტი. 2021. 15:35

 

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 114 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 304 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 7.9 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შესაბამისად კი ამ ტემპით პლანეტის მოსახლეობის 75%-იც აცრას საშუალოდ 3.9 წელი დასჭირდება.

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში მოსახლეობის 41%-მა ვაქცინის ორივე დოზა ჩაიტარა. ისრაელის შემდეგ ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარეობს, სადაც ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 58%-ს ჩაუტარდა. ისრაელისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაერთიანებული სამეფო, აშშ, ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/644793-bloomberg-koronavirusis-sacinaagmdego-vakcinacia-108-kveqanashi-mimdinareobs-acrilia-265-milionze-meti-adamiani

 

 

big_banner
არქივი