logo_geo
ბაშარ ასადსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
- +

8 მარტი. 2021. 17:21

 

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„მას შემდეგ, რაც მსუბუქი სიმპტომები გამოვლინდა, პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ტესტირება გაიარეს, რამაც ვირუსით ინფიცირება დაადასტურა. ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათი მდგომარეობა სტაბილურია. მუშაობას კარანტინის რეჟიმიდან განაგრძობენ, რომელიც 2-3 კვირა გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/190505/siriis-prezidentsa-da-mis-meugles-koronavirusi-daudasturdat

 

big_banner
არქივი