logo_geo
Instagram 13 წლამდე ბავშვებისთვის ცალკე ვერსიას შექმნის
- +

19 მარტი. 2021. 11:40

 

Instagram Facebook 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელის სპეციალური ვერსიის შექმნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „The Hill“ ავრცელებს.

 

„სულ უფრო ხშირად ეკითხებიან ბავშვები მშობლებს, შეუძლიათ თუ არა შეუერთდნენ აპლიკაციებს, რომლებიც მათ თანატოლებთან ურთიერთობაში ეხმარება. ახლა ბევრი ვარიანტი არ არის, ამიტომ ვმუშაობთ დამატებითი პროდუქტების შესაქმნელად, რომელთა გამოყენებასაც ბავშვები მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებენ“, - განაცხადა Facebook–ის წარმომადგენელმა.

 

ამასთან, Instagram თავის ბლოგზე წერს - „ჩვენ ვავითარებთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, რაც დაგვეხმარება, თინეიჯერების უსაფრთხოება შევინარჩუნოთ“.

 

კერძოდ, ახალი ფუნქციები ითვალისწინებს მოზარდსა და მისთვის უცნობ ადამიანს შორის პირდაპირი კომუნიკაციის შეზღუდვას, რათა უცხოებს მათი მოძებნა და თვალთვალი არ შეეძლოთ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი