logo_geo
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კამალა ჰარისი მასზე ჭკვიანია
- +

21 მარტი. 2021. 15:24

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მასზე ჭკვიანია. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ატლანტაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მინდა ადგილი დავუთმო ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ჩემზე ჭკვიანია“, - განაცხადა ბაიდენმა და მიკროფონი კამალა ჰარისს გადააწოდა.

 

20 მარტს გამართულ გამოსვლაში, რომელიც აქციების დროს გარდაცვლილი აფროამერიკელების ხსოვნას ეძღვნებოდა, ბაიდენმა რასიზმი დაგმო.

 

კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკული და აზიური წარმოშობის ამერიკელი ქალი ვიცე-პრეზიდენტია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი