logo_geo
სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გააუქმა
- +

24 მარტი. 2021. 11:23

 

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გააუქმა. საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი 118 დეპუტატმა დაუჭირა.

 

2020 წლის 27 სექტემბერს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

 

2020 წლის 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/193472/somkhetis-parlamentma-qvekanashi-saomari-mdgomareoba-gaauqma

 

big_banner
არქივი