logo_geo
მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა
- +

24 მარტი. 2021. 15:12

 

„მიანმარში პოლიციამ ქალაქ მანდალაიში 7 წლის გოგონა მოკლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემასთან საუბარში გოგონას ოჯახმა განაცხადა, რომ ხინ მიო ჩიტს პოლიციამ მაშინ ესროლა, როდესაც მათ ოჯახში ჩხრეკას ახორციელებდნენ და პატარა მამისკენ გაიქცა.

 

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ მომხდარს გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან, მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული.

 

აქტივისტების ჯგუფი პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (AAPP) აცხადებს, რომ მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 261 ადამიანია მოკლული.

 

ცნობისათვის, აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მათი განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები იყვნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რასაც ლეტალური შედეგები მოჰყვა.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/648114-mianmarshi-policiam-7-clis-gogona-mokla

 

big_banner
არქივი