logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა
- +

25 მარტი. 2021. 10:35

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა“, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა woldometers აქვეყნებს.

 

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 101 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 21.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

 

 

big_banner
არქივი