logo_geo
ესპანეთში ავტომობილი ხალხში შევარდა
- +

27 მარტი. 2021. 12:55

 

 

ესპანეთში, გვადალახარის პროვინციაში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია შვიდი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დაშავებული საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულების მდგომარეობა ამჟამად უცნობია.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი უკვე დააკავეს, მან დანაშაული აღიარა.

 

წინასწარი ინფორმაციით, როგორც თავად დამნაშავე აცხადებს, მას საკუთარ შვილზე მეურვეობის უფლება ჩამოართვეს, რის გამოც ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფი, გადატვირთულ ქუჩაზე, ხალხში მანქანით შევარდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი