logo_geo
ბიონსეს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნივთები მოჰპარეს
- +

27 მარტი. 2021. 19:09

 

ამერიკელ მომღერალ ბიონსეს, ლოს-ანჯელესის საწყობიდან, უცნობმა პირებმა ერთი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნივთები მოჰპარეს. ამის შესახებ საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი TMZ წერს.

 

ქურდებმა საცავი, რომელშიც ბიონსეს ნივთები ინახებოდა, წელს უკვე მეორედ გაძარცვეს. მძარცველებმა  ძვირადღირებული ჩანთები და კაბები მოიპარეს.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ლოს-ანჯელესის პოლიცია მომხდარს იძიებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი