logo_geo
კეიტ მიდლტონმა ფოტოალბომი გამოსცა
- +

28 მარტი. 2021. 11:24

 

კემბრიჯის ჰერცოგინიამ ილუსტრირებული წიგნი გამოსცა, რომელიც ბრიტანეთში პანდემიის პერიოდს ასახავს. ფოტოალბომზე, სახელწოდებით „დარჩით ადგილზე: ჩვენი ერის პორტრეტი 2020-ში“ კეიტ მიდლტონმა პორტრეტების ეროვნულ გალერეასთან ერთად იმუშავა.

 

პროექტში გაერთიანებული სამეფოს ათასობით მცხოვრები იყო ჩართული, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გალერეას ლოკდაუნის პერიოდში გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც კეიტ მიდლტონიც იყო, 31 000-დან 100 საუკეთესო ფოტო შეარჩია, რომლებიც კემბრიჯის ჰერცოგინიამ ფოტოალბომად გამოსცა.

 

https://imedinews.ge/ge/tabloidi/194236/keit-midltonma-potoalbomi-gamostsa

 

big_banner
არქივი