logo_geo
რამდენმა ადამიანმა გაიკეთა მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინა და რომელი ქვეყანა ლიდერობს იმუნიზაციის ტემპით
- +

28 მარტი. 2021. 11:31

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 140 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის, 518 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველ დღიურად დაახლოებით 13 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

 

ვაქცინების ყველაზე მეტი, 136 მილიონზე მეტი დოზა შეერთებულ შტატებშია გამოყენებული. მეორე ადგილზე, 91 მილიონი დოზით, ჩინეთია, მესამეზე კი - ევროკავშირი, სადაც ვაქცინების 65 მილიონი დოზა გაკეთდა.

 

ვაქცინაციის ტემპით, მსოფლიოში კვლავ ისრაელი ლიდერობს, სადაც მოსახლეობის 52%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/194241/ramdenma-adamianma-gaiketa-msoplioshi-koronavirusis-vaqtsina-da-romeli-qvekana-liderobs-imunizatsiis-tempit

 

big_banner
არქივი