logo_geo
დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო
- +

29 მარტი. 2021. 14:20

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აღნიშნულ მონაცემებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 30 151 287 ადამიანმა მიიღო, ხოლო ორივე დოზა - 3 527 481 ადამიანმა.

 

საერთო ჯამში, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის 33 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 333 042 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 126 592 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი