logo_geo
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: ვაქცინების უთანასწორო განაწილებას ეკონომიკაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს
- +

29 მარტი. 2021. 16:17

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ვაქცინების უთანასწორო განაწილებას ეკონომიკაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს.

 

„მდიდარ ქვეყნებში გახარჯული ვაქცინების რაოდენობასა და „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით გახარჯულ ვაქცინებს შორის სხვაობა ყოველდღიურად ფართოვდება. ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალური აღშფოთების საგანია, არამედ ის ეკონომიკურადაც დამანგრეველია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ სანამ ვირუსი ცირკულირებას განაგრძობს, სიკვდილიანობა გაგრძელდება, ხოლო ვაჭრობა, მოგზაურობა და ეკონომიკის აღდგენა შეფერხდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 36 სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ მიუღია ვაქცინები.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი