ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 518 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 923 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 126 890 540 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 778 619 ადამიანი გარდაცვალა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.