logo_geo
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 518 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

30 მარტი. 2021. 01:13

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 518 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 923 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 126 890 540 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 778 619 ადამიანი გარდაცვალა.

 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

big_banner
არქივი