logo_geo
გრეტა ტუნბერგს ძეგლი დაუდგეს
- +

31 მარტი. 2021. 11:36

 

შვედ ეკოაქტივისტს, გრეტა ტუნბერგს უინჩესტერის უნივერსიტეტის ეზოში ძეგლი დაუდგეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

მონუმენტის ღირებულება 24 ათას გირვანქა სტერლინგს აღემატება. უნივერსიტეტის ეზოში ტუნბერგის ძეგლის დადგმას სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა.

 

მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ეკოაქტივისტის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე უკეთესი იქნებოდა, მონუმენტში გადახდილი თანხა სხვა საჭიროებებს მოხმარებოდა. პასუხად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ძეგლის შესაძენად საჭირო თანხა თავად მოიძია და არც სტუდენტები და არც სასწავლებლის თანამშრომლები ამით არ დაზარალებულან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი