logo_geo
დონალდ ტრამპი მიტინგი აანონსებს
- +

31 მარტი. 2021. 17:46

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უახლოეს პერიოდში მიტინგი დააანონსა.

 

„უახლოეს პერიოდში მიტინგის გამართვას განვიხილავთ, რათა ყველამ იცოდეს, რომ მომავალში იმედი არსებობს“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

 

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, დონალდ ტრამპს მხარდამჭერებთან მიტინგი არ გაუმართავს.

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას მიტინგების გამართვა უყვარს. მისი თქმით, მის მხარდამჭერებს იმის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი