logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130 მილიონს გადააჭარბა
- +

2 აპრილი. 2021. 10:14

 

„მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 130 მილიონს გადააჭარბა“, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა woldometers აქვეყნებს.

 

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.8 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 104.8 მილიონს აჭარბებს.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22.4 მილიონს შეადგენს.

 

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.

 

 

 

 

big_banner
არქივი