logo_geo
მოლდოველი დეპუტატი ექვსმა ბიზნესმენმა ჯგუფურად გააუპატიურა
- +

3 აპრილი. 2021. 16:51

 

 

მოლდოველი დეპუტატი ექვსმა ბიზნესმენმა შურისძიების მიზნით ჯგუფურად გააუპატიურა. ამის შესახებ „ჩვენი პარტიის" ხელმძღვანელმა, რენატო უსატიმ, ადგილობრივი ტელეკომპანია TV8-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„იყო დეპუტატი, რომელმაც პლახოტნიუკის დროს ბიზნესმენებს დიდი ზიანი მიაყენა. არ მინდა მისი სახელი გავაჟღერო, მაგრამ შემიძლია მოგიყვეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. შეიკრიბა ექვსი ბიზნესმენი, რომლებმაც დეპუტატის ქმედებების გამო დიდი ზარალი განიცადეს და  იგი გააუპატიურეს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით”, - განაცხადა „ჩვენი პარტიის" ხელმძღვანელმა.

 

რენატო უსატიმ დაზარალებული პარლამენტარის ვინაობა არ გაამხილა. თუმცა, დაადასტურა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. პოლიტიკოსმა მომხდარის შესახებ სხვა დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში ჩაბმა არ სურს.

 

ვლადიმირ პლახოტნიუკი ერთ დროს მოლდოვის დემოკრატიულ პარტიას ედგა სათავეში. ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. მას მიიჩნევენ მოლდოვაში უმდიდრეს ადამიანად და ყველაზე გავლენიან პირად 2010-იან წლებში. პლახოტნიუკის პოლიტიკური კარიერა დასრულდა 2019 წლის ივნისში, როცა პოლიტიკური კრიზისის შედეგად პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი