logo_geo
ინდოეთში მაოისტების თავდასხმას 5 პოლიციელი ემსხვერპლა
- +

4 აპრილი. 2021. 15:31

 

ინდოეთში, ამბოხებული მაოისტების თავდასხმის შედეგად, ბოლო თვეების განმავლობაში, ხუთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 18 გაუჩინარდა. წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.

 

გამოცემის ცნობით, შეტაკებები ქალაქ რაიპურიდან 540 კმ-ის მოშორებით, სუკმას სასაზღვრო რაიონში მოხდა.

 

18 დაკარგული სამართალდამცავის გადასარჩენად სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

 

მაოისტები, ინდოეთის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებებს უკვე ათწლეულების განმავლობაში აწარმოებენ. ისინი ინდოეთის რამდენიმე შტატში 1960-იანი წლებიდან მოქმედებენ. ადგილობრივი კომუნისტური შეიარაღებული ჯგუფის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი გაჭირვებული ხალხის სახელით იბრძვიან და მათ ინტერესებს იცავენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი