logo_geo
Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში ილონ მასკი 29 პოზიციით დაწინაურდა
- +

6 აპრილი. 2021. 17:19

 

„Tesla“-ს დამფუძნებელი ილონ მასკი Forbes-ის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა ყოველწლიურ რეიტინგში 29 პოზიციით დაწინაურდა.

 

პირველ ადგილს, ისევე როგორც წინა წელს, „Amazon“-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომლის ქონებაც 113 მილიარდი დოლარიდან 177 მილიარდამდე გაიზარდა.

 

მეორე ადგილზე 151 მილიარდი დოლარით ილონ მასკია, რომელიც ერთი წლის წინ 24,6 მილიარდი დოლარით 31-ე ადგილს იკავებდა.

 

მესამე ადგილი „Louis Vuitton Moet Hennessy“-ის პრეზიდენტ ბერნარ არნოს ერგო (150 მილიარდი დოლარი). აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდა ინვესტორი უორენ ბაფეტი (96 მილიარდი დოლარი).

 

ზოგადად, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, რეიტინგის მონაწილეთა ერთობლივი ქონება 8 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 13,1 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

 

https://imedinews.ge/ge/ekonomika/195779/forbesis-koveltsliur-reitingshi-ilon-maski-29-pozitsiit-datsinaurda

 

big_banner
არქივი