logo_geo
დონალდ ტრამპი Forbes-ის მილიარდერთა სიაში თითქმის 300 პოზიციით დაქვეითდა
- +

7 აპრილი. 2021. 16:41

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Forbes-ის მილიარდერთა სიაში თითქმის 300 პოზიციით დაქვეითდა.

 

6 აპრილს გამოქვეყნებული განახლებული რეიტინგის თანახმად, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მილიარდერთა სიაში 1 299-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს ის აღნიშნულ რეიტინგში 1 001-ელ პოზიციას იკავებდა.

 

განახლებული რეიტინგის თანახმად, დონალდ ტრამპის ქონება 2.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპის ქონება მილიარდი დოლარით შემცირდა.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/195982/donald-trampi-forbesis-miliarderta-siashi-titqmis-300-pozitsiit-daqveitda

 

big_banner
არქივი