logo_geo
ლიეტუვა NATO-ს წევრებს უკრაინისათვის MAP-ის მინიჭებას შესთავაზებს
- +

7 აპრილი. 2021. 21:10

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ლიეტუვა NATO-ს წევრებს უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას შესთავაზებს.

 

„უახლოეს დროში ჩვენ კვლავ უნდა მივმართოთ კოლეგებს წერილით, რომ უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობა განიხილონ. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს შეუძლია გაიმეოროს თავისი შეთავაზება MAP-ის მინიჭების თაობაზე“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი