logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა
- +

10 აპრილი. 2021. 12:10

 

„მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა“, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა woldometers აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 108 მილიონს აჭარბებს.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 23.5 მილიონს შეადგენს.

 

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.

big_banner
არქივი