logo_geo
პრინც ფილიპს ორჯერ დაკრძალავენ
- +

10 აპრილი. 2021. 17:22

 

დიდი ბრიტანეთის პრინც ფილიპს, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად, უინძორის ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში, კერძო სამარხში დაკრძალავენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mirror წერს.

 

თუმცა, გამოცემის ცნობით, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მას გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ და დედოფლის გვერდით დაკრძალავენ.

 

დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. ჰერცოგი გუშინ, უინძორის სასახლეში, საკუთარ საწოლში გარდაიცვალა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი