logo_geo
კუნძული სენტ-ვინსენტი ვულკანური ფერფლით დაიფარა
- +

11 აპრილი. 2021. 11:37

 

 

კარიბის ზღვის კუნძული სენტ-ვინსენტი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ  ნაცრის თხელი ფენით დაიფარა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

 

ვულკანი სუფრიერის ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანური ფერფლი 10 კილომეტრის რადიუსით გავრცელდა.  ნაცრის სისქე 30 სმ-ს აღწევს. 3200-ზე მეტი ადამიანი ახლა თავშესაფარში იმყოფება.

 

გამოცემის ცნობით, ვულკანმა ათწლეულების განმავლობაში უმოქმედობის შემდეგ პირველად იფეთქა. ვულკანის ამოფრქვევის გამო კუნძულიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.

 

ვულკანი ბოლოს 1979 წელს ამოიფრქვა. ვულკანის ბოლო ამოფრქვევით გამოწვეულმა ზარალმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 1902 წელს სუფრიერის ამოფრქვევამ 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი