logo_geo
მედია: ირანში, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა
- +

11 აპრილი. 2021. 15:02

 

 

ირანში, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა. მიზეზი ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემაა, - ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გაერო-ს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის ინსპექტორები აკონტროლებენ.

 

„ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია“, - თქვა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის სპიკერმა ბეჰრუზ კამალვანდიმ.

 

ამ ობიექტზე გასულ წელს ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ეს საბოტაჟი იყო.

 

2015 წლის ბირთვული შეთანხმების თანახმად, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შემცირების პარალელურად ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებდა, თეირანს უფლება აქვს, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე გამოიყენოს მხოლოდ პირველი თაობის Iღ-1-ის ცენტრიფუგები, რომლებიც ურანს უფრო ნელა ამდიდრებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი