logo_geo
ბუკინგემის სასახლესთან 200 000 ადამიანია შეკრებილი
- +

11 აპრილი. 2021. 15:40

 

 

ლონდონში, პრინც ფილიპის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად, ბუკინგემის სასახლესთან დაახლოებით 200 000 ადამიანია შეკრებილი. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „The Guardian“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, შეკრებილთა უმეტესობა ფეხით გადაადგილდება, ნაწილი კი პენი-ფარტინგით.

 

დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. ჰერცოგი უინძორის სასახლეში, საკუთარ საწოლში გარდაიცვალა.

 

პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონია, 17 აპრილს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება და მას არაუმეტეს 30 ადამიანი დაესწრება.

 

პრინც ფილიპს, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად, უინძორის ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში, კერძო სამარხში დაკრძალავენ. ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კი მას გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ და დედოფლის გვერდით დაკრძალავენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი